Accessibility links

უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს


თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს. კიდევ ერთ ექიმს იმავე საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.

"პაციენტი ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია, შპს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით "ორთოპედია-ტრავმატოლოგია", ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა", - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პაციენტს ტკივილები განუახლდა, ის ისევ დაარწმუნეს, რომ განმეორებითი ოპერაცია იტალიელ ექიმებს უნდა ჩაეტარებიანათ, თუმცა ისევ ქართველმა ექიმებმა ჩაუტარეს.

კლინიკის დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაუყენეს და ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, მის თანამშრომლებს კი - ექვსიდან ცხრა წლამდე და სამ წლამდე.

საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG