Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩი" მოქალაქეებს მიმართავს, პარტიას მაჟორიტარ კანდიდატებად საკუთარი თავი წარუდგინონ


პარტია „გირჩი" მაჟორიტარების წარდგენისთვის ემზადება. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციამ თბილისს გარეთ მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ვერ შეძლო.

„როგორც იცით, „გირჩმა" ერთიან ოპოზიციურ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ოპოზიციისთვის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევაში ხელი არ შეეშალა. ვინაიდან და რადგანაც საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება თბილისს გარეთ, 22 რეგიონალურ ოლქში ვერ შედგა, გაუგებრად მიგვაჩნია, რატომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები ამ შეუთანხმებელ ოლქებში", - აცხადებს პარტია.

„გირჩი" მოქალაქეებს მიმართავს, რომელ ოლქში სურთ საკუთარი კანდიდატურის დაყენება. „თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კანდიდატურა კონკრეტულ ოლქში, „გირჩს" მეტ ხმას მოუტანს, მაშინ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა", - აცხადებს პოლიტიკური პარტია.

„გირჩმა" საბოლოო გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე უნდა მიიღოს, ამიტომ გამოკითხვა ოთხშაბათს, 12:00-ზე დასრულდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „გირჩის" პროპორციული სია 31 ივლისს გახდა ცნობილი.

XS
SM
MD
LG