Accessibility links

ლიბანის დედაქალაქში მძლავრი აფეთქება მოხდა


ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ცოტა ხნის წინ მძლავრი აფეთქება მოხდა.

თვითმხილველის მიერ ერთ-ერთი სახლის აივნიდან გადაღებულმა ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა.

სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, აფეთქება მოხდა პორტში, სადაც საწყობებია განლაგებული.

სააგენტო "როიტერსის" წყაროების თანახმად, აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

აფეთქება ბეირუთში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:08 0:00

მძლავრი აფეთქების ტალღამ დედაქალაქის რამდენიმე რაიონს გადაუარა, დალეწა და ჩაამსხვრია ფანჯრების მინები და კარები. დაშავდნენ ადამიანები.

სხვა დეტალები უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG