Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI უკრაინელი ოლიგარქების კუთვნილ კომპანიებს ამოწმებს


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები კლივლენდსა და მაიმში მდებარე უკრაინელი ოლიგარქების, იგორ კოლომოისკიისა და გენადი ბოჰოლიუბოვის კუთვნილ კომპანიებში შევიდნენ შესამოწმებლად.

რადიო თავისუფლების ცნობით, საუბარი კომაპნია "Optima Management"-ის კლივლენდისა და მაიამის ოფისებზე.

“გიდასტურებთ, რომ ჩვენ ორივე ლოკაციაზე ვიმყოფებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 4 აგვისტოს სატელეფონო ინტერვიუში FB-ის სპეციალურმა აგენტმა ვიკი ანდერსონ-გრეგმა.

სამართალდაცმველებს არავინ დაუკავებიათ აღნიშნა მან და დასძინა, რომ რეიდის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან გამოძიება გასაიდუმლოებულია.

მაიამიში კოლომოისკი და ბოგოლიუბოვი ფლობენ რამდენიმე კომპანიას, რომლებიც უძრავი ქონებისა და ფოლადის ბიზნესით არიან დაკავებული.

2019 წლის აპრილსა და 2020 წლის მაისში მედია იუწყებოდა, რომ FBI- იძიებს კოლომოისკის კავშირის ფულის გათეთრებასთან.

2019 წლის მაისში დელავერში კოლომოისკისა და ბოგოლიუბოვის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მიზეზი გახდა „პრივატბანკის“ ერთ-ერთი კრედიტორის სარჩელი, რომელიც ფიქტიური კრედიტების სახით ოლიგარქებს 789 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და წარსულში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტნიორი, იგორ კოლომოისკი, ცდილობს დაიბრუნობს „პრივატბანკი“, რომლის ნაციონალიზებაც უკრაინის ეროვნულმა ნბანკმა 2017 წელს მოახდინა.

მიჩნეულია, რომ იგორ კოლომოისკის მედიასტრუქტურები წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მძლავრად დაეხმარა ვოლოდიმირ ზელენსკის, გამანადგურებლად დაემარცხებინა მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო.

კოლომოისკის მედიაიმპერიის კუთვნილებაში ამჟამად შედის 7 სატელევიზოო არხი, ინტერნეტსაიტები, საპროდიუსერო სამსახურები და სხვა აქტივები.

XS
SM
MD
LG