Accessibility links

site logo site logo

სულ მცირე 10 კაცი დაიღუპა ბეირუთში აფეთქების შედეგად


ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში პორტის ტერიტორიაზე მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ აფეთქებამდე ცეცხლი უკიდია ერთ-ერთ შენობას, სავარაუდოდ, საწყობს.

„ლიბანის უსაფრთხოების სამსახურისა და სამედიცინო უწყების წყაროების ცნობით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი“, - ციტირებს „როიტერი“ ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ცნობას.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ხამად ხასანმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად დაშავებულია „მრავალი ადამიანი“.

ადგილობრივი მედიის ცნობით ნანგრევებში მოყვა ათობით ადამიანი.

ინცინდენტის ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ყვებიან, რომ აფეთქება წააგავდა „მიწისძვრას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG