Accessibility links

საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობარ ქვეყნებს მადლობას უხდის საქართველოს მხარდაჭერისთვის


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს მეგობრებს - ესტონეთს, ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, აშშ-ს, ნორვეგიასა და ირლანდიას მადლობა გადაუხადა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების განხილვის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. განხილვა შედგა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან მე-12 წლისთავის გამო.

დავით ზალკალიანი 8 სახელმწიფოს მადლობას უხდის მოწოდებისთვისაც, რომ რუსეთმა სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებები.

გაეროს უშიშროების საბჭომ 5 აგვისტოს, დახურულ სხდომაზე განიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. სხდომის შემდეგ, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს ესტონეთმა, ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ირლანდიამ და ნორვეგიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG