Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობაში ახალი წევრია


თეა ახვლედიანი
თეა ახვლედიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშნა თეა ახვლედიანი.

„მინდა მას მივულოცო ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

დღემდე თეა ახვლედიანი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მანამდე კი - საქართველოს ელჩი ესტონეთში.

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანმა შეცვალა ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG