Accessibility links

იზრდება ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


თანამგზავრიდან გადაღებულ კომბინირებულ ფოტოებზე ჩანს ბეირუთის ნავსადგური 2020 წლის 9 ივნისს და 2020 წლის 5 აგვიტოს, აფეთქების შემდეგ.

დიდი აფეთქების შედეგად 4 აგვისტოს, რომელმაც გაანადგურა ბეირუთის ნავსადგურის ინფრასტრუქტურა და დაანგრია სახლები რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, დაღუპულთა რაოდენობა 137-მდე ავიდა, როცა მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში ადამიანების ძებნას.

ამასთან აფეთქების შედეგად დაშავდა ხუთი ათასი ადამიანი, იტყობინება ლიბანის ჯანდაცვის სამსახური 6 აგვისტოს. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

5 აგვისტოს ლიბანის მთავრობამ ბრძანება გასცა, ნავსადგურის პასუხიმგებელი პირები შინა პატიმრობაში მოათავსონ.

აფეთქების მიზეზად სახელდება 2013 წელს ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიმავალი ამონიუმის ნიტრატის შენახვის წესების დარღვევა. ამის თაობაზე განაცხადა ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰაად ფაჰმიმ. ფაჰმის თქმით, 2700 ტონა ამონიუმის ნიტრატი, მაღალფეთქებადი ნივთიერება, სასუქის კომპონენტი, რომლის აფეთქებას 4 აგვისტოს დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, ჩამოიტვირთა 2014 წელს ჩამორთმეული სატვირთო გემიდან.

გემი Rhosus-ი ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში შევიდა ტექნიკური პრობლემების გამო. ის ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრ იგორ გრეჩუშკინს, რომელიც ამჟამად კვიპროსზე ცხოვრობს.

მოგვიანებით, ლიბანის საბაჟო სამსახურმა ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG