Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების და გამოჯანმრთელების 7-7 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1213-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 7 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 7 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 994.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

7 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6680 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 333.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG