Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში აშშ-ის ელჩი, იარაღზე ემბარგოს ვადის გაგრძელების შესახებ კენჭისყრის წინ, ირანს ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს უწოდებს


 გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი, კელი კრაფტი
გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი, კელი კრაფტი

6 აგვისტოს, გაეროში აშშ-ის ელჩმა ირანს "მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველი დამფინანსებელი" უწოდა მას შემდეგ, რაც ერთი დღის წინ სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს, მომავალ კვირას ჩაატაროს კენჭისყრა გაეროს უშიშროების საბჭოში ირანისთვის იარაღზე ემბარგოს გახანგრძლივების შესახებ.

ელჩმა, კელი კრაფტმა ასევე გააფრთხილა რუსეთი და ჩინეთი, რომ ისინი "თანადამფინანსებლები იქნებიან ნომერ პირველი სახელმწიფოსი, რომელიც ტერორიზმის სპონსორია", იმ შემთხვევაში, თუკი გამოიყენებენ თავიანთ უფლებას ვეტოზე - ემბარგოს გახანგრძლივების რეზოლუციის დასაბლოკად.

აშშ იმედოვნებს, რომ რუსეთი და ჩინეთი "დაინახავენ, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება ახლო აღმოსავლეთში", განაცხადა კრაფტმა.

თუმცა, დასძინა, რომ ეს ორი ქვეყანა "თავიანთ საზღვრებს გარეთ ქაოსის, კონფლიქტისა და არეულობის გაჩაღებას შეუწყობენ ხელს, ამიტომ მათ სხვა გზა არ უნდა მივცეთ".

კრაფტმა ბრიფინგი გამართა მას შემდეგ, რაც მაიკ პომპეომ 5 აგვისტოს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს უშიშროების საბჭოს, მომავალ კვირას კენჭი უყარონ აშშ-ს მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტს ირანისთვის იარაღზე ემბარგოს ვადის გაგრძელების შესახებ, რომელიც ოქტომბერში იწურება.

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ, ვეტო დაადონ რეზოლუციას და გააკრიტიკეს აშშ ემბარგოს გახანგრძლივების მცდელობისთვის.

XS
SM
MD
LG