Accessibility links

ირანის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელს ვენესუელის პოლიტიკისთვის პასუხისმგებელი დიპლომატი შეცვლის


ამერიკელი დიპლომატი ელიოტ აბრამსი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბრაიან ჰუკი, ირანის პოლიტიკის სფეროში პრეზიდენტ ტრამპის მთავრობის მთავარი პირი, თანამდებობას ტოვებს.

სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, თავის განცხადებაში 6 აგვისტოს აღნიშნა, რომ მის ადგილს დროებით დაიკავებს ელიოტ აბრამსი - დიპლომატი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ვენესუელის პოლიტიკას განაგებს.

ჰუკს არ დაუსახელებია გადადგომის მიზეზი. მისი გადადგომა მოხდა იმ მომენტში, როცა გაეროს უშიშროების საბჭო ემზადება კენჭი უყაროს ამერიკის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, გახანგრძლივდეს იარაღზე საერთაშორისო ემბარგო ირანის წინააღმდეგ.

ჰუკი ამერიკის საგანგებო წარმომადგენელი ირანის პოლიტიკის სფეროში 2018 წლის აგვისტოში გახდა, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ გამოვიდოდა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან. ამ შეთანხმებით თეირანს გაუუქმეს ბირთვულ სფეროში საერთაშორისო საქციები, რის სანაცვლოდ მან შეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა.

მას შემდეგ, ტრამპის ამინისტრაცია განუხრელად აძლიერებდა თავის ზეწოლას და რიტორიკას თეირანის წინააღმდეგ.

მწვავე ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ირანის უარს ამბობს დაემორჩილოს აშშ-ის ზეწოლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG