Accessibility links

საქართველოს ეროვნული გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, თავის სოფელში პატივი მიაგეს


ახმეტაში, სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ მისი თანასოფლელები, ოჯახის ნათესავები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4-ე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG