Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონტრდაზვერვის თანახმად, რუსეთი, ჩინეთი და ირანი აშშ-ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მისი მთავრობა გულისყურით მოეკიდება აშშ-ის დაზვერვის მაღალი რანგის პირის გაფრთხილებას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შესაძლო ჩარევის თაობაზე. მან დასძინა, რომ უკანასკნელი, რაც ამ სახელმწიფოებს სურთ, არჩევნებში მისი გამარჯვებაა.

ტრამპი გამოეხმაურა ეროვნული კონტრდაზვერვის უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის, ბილ ივეინინას 7 აგვისტოს განცხადებას.

ჩინეთი, რუსეთი და ირანი ცდილობენ გავლენა მოახდინონ ამერიკელ ამომრჩევლებზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჯო ბაიდენის პოზიციებს. მაშინ, როცა ჩინეთი და ირანი ცდილობენ, ხელი შეუშალონ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას, - განაცხადა ივეინინამ 7 აგვისტოს.

„ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ჩინეთს სურს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელსაც პეკინი არაპროგნოზირებადად მიიჩნევს, არ გაიმარჯვოს არჩევნებში... ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ რუსეთი სხვადასხვაგვარ საშუალებებს მიმართავს, რათა ძირითადად ჩირქი მოსცხოს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და იმათ, ვისაც ანტირუსულ ისტებლიშმენტად მიიჩნევს,“ ნათქვამია ივეინინას განცხადებაში.

ივეინინას განცხადების კომენტირებისას ტრამპმა თქვა, რომ გამარჯვების შემდეგ ის ირანთან მალე მიაღწევს გარიგებებს. ამასთან, ტრამპის სიტყვებით, ჩინეთი ბაიდენს უჭერს მხარს და თუკი ის გაიმარჯვებს, „ჩინეთი ჩვენს ქვეყანას დაეუფლება“.

XS
SM
MD
LG