Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა აღადგინეს ტრანსპორტის ბლოკადა


ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 8 აგვისტოს ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა აღადგინეს ტრანსპორტის ბლოკადა, რომელიც გუშინ აიღო პოლიციამ.

7 აგვისტოს, ზედიზედ 30-ე საღამოს, სოფიაში 5000-მდე ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის კონსერვატიული მთავრობის გადადგომას ითხოვენ კორუფციასთან დაკავშირებით.

29 ივლისიდან აქციის მონაწილეებმა სოფიის სამი უდიდესი გზაჯვარედინი დაიკავეს. ეს წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებია ბულგარეთში. აქციები გაიმართა ასევე ქალაქ პლოვდივსა და შავი ზღვის პორტ ვარნაში და სერიოზულად დააბრკოლა ტრანსპორტის მოძრაობა.

გუშინ პოლიციამ აიღო დემონსტრანტთა კარვები და განაცხადა, რომ ბლოკადების უფლებას აღარ მისცემდა მათ. მაგრამ ღამით აქციის მონაწილეებმა ახალი კარვები გაშალეს და ნაგვის დიდი კონტეინერებით, პარკის სკამებითა და საყვავილეებით გაამაგრეს ისინი.

დემონსტრანტები მთავრობასა და გენერალურ პროკურორს პროტექციონიზმსა და ოლიგარქებზე დამოკიდებულებაში სდებენ ბრალს.

5 აგვისტოს ბორისოვი გამოვიდა წინადადებით, რომ გადადგება, რათა მისმა მთავრობამ 2021 წლის მარტში მანდატის ამოწურვამდე შეინარჩუნოს ხელისუფლება. მაგრამ სამთავრობო კოალიციამ გადაწყვიტა, რომ ბორისოვი თანამდებობაზე უნდა დარჩეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, ბულგარეთი, რომელიც 2007 წელს გაწევრიანდა ევროკავშირში, კვლავაც კავშირის ყველაზე ღარიბი და ყველაზე კორუმპირებული წევრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG