Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თქმით, ახალქალაქში უკვე ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება


სამცხე-ჯავახეთში მთავრობის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ ახალქალაქში ახლა სიმშვიდეა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ის გამორიცხავს, რომ რამდენიმე საათის წინ ქალაქში 27 წლის ახალგაზრდა კაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოეკლა ვინმეს.

"ამ დროისთვის პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში სიმშვიდეა", - თქვა მან.

რამდენიმე საათის წინ ახალქალაქში 27 წლის კაცი მოკლეს. რწმუნებულის თქმით, ამ ფაქტის შემდეგ, სავარაუდოდ, გარდაცვლილის ნათესავებმა იმ პირის სასტუმრო გადაწვეს, ვინც მკვლელი ჰგონიათ.

ვიდეო რადიო თავისუფლებას ნარი ზარმარიანმა მიაწოდა. ვიდეოში ასახულია, როგორ იწვის მისი სახლი ახალქალაქში.

ქალაქში გადამწვარია რამდენიმე სახლი და რამდენიმე მანქანა. საგამოძიებო მოქმედებები ამ დროის მონაცემებით, სამ ადგილას: ქალაქის ცენტრში, დამწვარ სასტუმროსთან და საავადმყოფოს შესასვლელთან მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ აწვდიან.

ქალაქში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე საათის წინ ახალქალაქში დაპირისპირების დროს ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით კი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG