Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა. მაისის ბოლოდან დღემდე ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1250-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 10 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1010.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

10 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7068 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.

XS
SM
MD
LG