Accessibility links

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში ექიმების ჯგუფი გაგზავნა


რუსეთიდან ჩასული ექიმები გუდაუთაში

ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება რუსი ექიმების ჯგუფი. აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმები გუდაუთის საავადმყოფოს ექიმებს დაეხმარებიან კორონავირუსთან საბრძოლველად, კერძოდ, გაუწევენ საორგანიზაციო-მეთოდურ დახმარებას და კონსულტაციებს ყველაზე მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

9 აგვისტოს მდგომარეობით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 134 შემთხვევა, მათგან სამი გარდაცვალების. გუდაუთის საავადმყოფოში 42 პაციენტს მკურნალობენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნეს. 7 აგვისტოს კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთიდან გაგრაში ჩასულ ტურისტსაც, რომელიც კრასნოდარის მხარის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

3 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯერ რუხის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს კორონავირუსით ინფიცირებული ქალი, რომელიც ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია და ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. დღეს, 10 აგვისტოს გაირკვა, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან კიდევ ერთი პაციენტია გამოყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG