Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილ გეიტსი: კორონავირუსის კონტროლის საქმეში აშშ ჩამორჩა ადრინდელი შეცდომების გამო


 მაიკროსოფტის დამაარსებელი ბილ გეიტსი
მაიკროსოფტის დამაარსებელი ბილ გეიტსი

მაიკროსოფტის დამაარსებლის, ბილ გეიტსის თანახმად, კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ დანარჩენ მსოფლიოს ჩამორჩა, რადგან არ ჰქონდა ტესტირების სათანადო პროგრამა.

გეიტსმა ამის შესახებ განაცხადა CNN-თან ინტერვიუში. აშშ-ში სულ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ხუთ მილიონს გასცდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 162 ათასია, როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი იტყობინება.

გეიტსის თქმით, შეცდომები უკავშირდება ტესტირების თემას. გეიტსი, რომელიც თავის ცოლთან ერთად მართავს ფონდს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქველმოქმედებით არის დაკავებული, მოუწოდებს მთავრობას, დაავალდებულოს კომპანიები, რომლებიც ტესტირებას ატარებენ, რომ შეამცირონ პასუხის გაცემის ვადა და ტესტირება მდიდრებსა და ღარიბებს შორის სამართლიანად ჩაატარონ. გეიტსის თქმით, აშშ-ის მრავალმილიარდიანი სახელმწიფო სისტემა „არის არასამართლიანი მეთოდი მსოფლიოში ყველაზე გამოუყენებელი შედეგების მისაღებად“.

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში 10 აგვისტოს ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვმა 19-ს მიაღწია, რაც უდიდესი რიცხვია ამ ქვეყნისთვის.

პაკისტანში 10 აგვისტოდან იხსნება შეზღუდვები, რომლებიც დაწესებული იყო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ამ ქვეყანაში ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო ახალი შემთხვევების რაოდენობამ.

XS
SM
MD
LG