Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიის მუნიციპალიტეტი, სავარაუდოდ, 28 დღით ჩაიკეტა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი, სავარაუდოდ, 28 დღით ჩაიკეტა. ამის შესახებ მან შესაბამისი გადაწყვეტილების საჯაროდ გაჟღერების შემდეგ ისაუბრა.

"ისევე, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილი ჰქონდა მსგავს აფეთქებას, აუცილებელია, განვლილი იყოს ორი საკარანტინე ვადა, ანუ 28 დღე... თუმცა იქედან გამომდინარე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეპიდემიოლოგები, გადაწყდება, შემცირდება თუ გაიზრდება ეს თარიღი", - თქვა მან.

ბოლო 24 საათში მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 16 პირს დაუდასტურდა. ამ მიზეზით დილიდანვე შეიკრიბა საკოორდინაციო საბჭო და მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG