Accessibility links

გეი პრაიდის თაობაზე ბოსნიელი იმამის გაკეთებულ განცხადებას სოციალურ მედიაში აღშფოთება მოჰყვა


ბოსნია-ჰერცეგოვინის დიდმა მუფთმა თავი შორს დაიჭირა სარაევოს მეჩეთის ერთ-ერთი იმამის სადავოდ ქცეული განცხადებისგან, რასაც სოციალურ ქსელებში აღშფოთების კომენტარები მოჰყვა.

რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, იმამი მუჰამედ ველიჩი, 6 აგვისტოს ფეისბუკით მიესალმა 23 აგვისტოსთვის სარაევოში დაგეგმილი გეი პრაიდის გადადებას კორონავირუსის გამო.

„ყველა უბედურებასა და ტრაგედიაში არის ასევე ბედნიერების, სიკეთისა და მშვენიერების მარცვალი“, - დაწერა ველიჩმა გეი პრაიდის გადადების შესახებ.

ბოსნია-ჰერცეგოვინის დიდმა მუფთმა 10 აგვისტოს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იმამის რეპლიკა არ გამოხატავს ბოსნიელი მუსლიმების პოზიციას.

თავად ველიჩი უარყოფს „სიძულვილის ენის გამოყენებას“ და აცხადებს, რომ მას ჰქონდა უფლება, გამოეხატა საკუთარი აზრი.

ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში პირველი გეი პრაიდი 2019 წლის სექტემბერში გაიმართა, მომეტებული უსაფრთხოების პირობებში.

ღონისძიების სლოგანი იყო „Ima Izac!“, რაც „ქამინგ აუთს“ ნიშნავს.

პარალელურად, სარაევოში საპირისპირო აქცია გამართა კონსერვატიული ისლამისტების ჯგუფმა, რომელიც გეი პრაიდის მსვლელობას უკავშირებდა „ცოდვაში ჩავარდნას“ და „დაცინვას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG