Accessibility links

ლერი ხაბელოვმა გადაწყვიტა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა მესამე ვადით შეინარჩუნოს


ლერი ხაბელოვი

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საპრეზიდენტო არჩევნები 11 სექტემბერს გაიმართება. საანგარიშო-საარჩევნო სესიის მოწვევის გადაწყვეტილება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. დღესვე გაირკვა, რომ ლერი ხაბელოვი ახალი ოთხწლიანი ვადით შეეცდება თანამდებობის შენარჩუნებას. ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც სეოკ-ს სათავეში 2012 წლიდან უდგას, აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა პრეზიდენტობის კანდიდატად ერთხმად წარადგინეს.

სულ რამდენი კანდიდატი ჩაებმება სეოკ-ის არჩევნებში, სესიამდე ათი დღით ადრე გამოცხადდება. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობას გია ნაცვლიშვილიც მიიღებს, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი უკვე იყო 2008-2012 წლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG