Accessibility links

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 გაჩიანიდანაა, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი შემოტანილი ანუ იმპორტირებული შემთხვევაა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განმარტა, იმპორტირებული შემთხვევებიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის 9 შემთხვევას, როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, მათი დიდი ნაწილი მესტიის მუნიციპალიტეტიდანაა.

მარინა ეზუგბაიას თანახმად, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდ ცენტრებში სულ 194 პაციენტი მკურნალობს:

„194 პაციენტიდან 8 არის კრიტიკული და ეს პაციენტები მკურნალობენ შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, 14 გახლავთ მძიმე მიმდინარეობით პაციენტები. ისინიც შესაბამის განყოფილებებში მკურნალობენ კოვიდ ცენტრებში. დანარჩენი პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი, საშუალო სიმძიმისაა და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები შედარებით მცირე რაოდენობით გახლავთ“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1264-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 44 პაციენტი, მარინა ეზუგბაიას თანახმად, მათი უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოსული სამხედროები არიან. სულ გამოჯანმრთელებულია 1054.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

11 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6930 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG