Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, „ბატონო ამირან, თურმე კორონა ისვენებს მთებში“


საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციის შესახებ ილაპარაკა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

„ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ COVID დავამარცხეთ. არა, ბატონებო! ერთმა ჩემმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, ბატონო ამირან, თურმე კორონა ისვენებს მთებში. ყაზბეგსა და მესტიაში, რომ გამოჩნდა კორონას შემთხვევები, კორონამ გადაინაცვლა დასასვენებლად მთებში", - ხუმრობით აღნიშნა გამყრელიძემ და დაამატა, - „დაემთხვა, რომ ერთი პატარა კლასტერი ჩამოგვიყალიბდა ყაზბეგში და ვხედავთ, მესტიაში, რაც გვაქვს. ეს ყველაფერი არის მართვადი, არავითარი პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ მოვუწოდებ კიდევ ერთხელ დავიცვათ რეკომენდაციები“.

მესტია მეორე დღეა ჩაკეტილია. 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელში, ლენჯერში COVID 19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა.

11 აგვისტოს ყაზბეგში გამოვლინდა COVID - 19-ით ინფიცირებული 5 ადამიანი. ისინი ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG