Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა სენატორი კამალა ჰარისი


ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი

დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა 11 აგვისტოს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა სენატორი კამალა ჰარისი. 55 წლის კალიფორნიელი სენატორი ჰარისი პირველი შავკანიანი ქალია, ვისაც აშშ-ის ისტორიაში წილად ხვდა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად ყოფნა.

ბაიდენის ყოფილი კონკურენტი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაში, ამ პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად მოიაზრებოდა.

ჰარისი ჯო ბაიდენის 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიას უერთდება მწვავე ეროვნული კრიზისის მომენტში, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ აშშ-ში 150 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბიზნესი გაჩერებულია, რაც მძიმედ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

პარალელურად ქვეყანაში იფეთქა არეულობამ, როდესაც ამერიკელები მასიურად გამოვიდნენ ქუჩებში პოლიციის სისასტიკისა და რასიზმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში ნოემბერში გაიმართება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეეცდება კიდევ ერთხელ იყოს არჩეული ამ პოსტზე.

თუმცა, ივლისის გამოკითხვებით ჯერჯერობით ჯო ბაიდენი ლიდერობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG