Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის შსს აცხადებს, რომ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა და ერთი დაჭრა


ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შესახებ.

„დედაქალაქსა და რიგ მსხვილ ქალაქში იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაბლოკვის მცდელობები, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ღია წინააღმდეგობის ფაქტები“, ნათქვამია ბელარუსის შსს-ს განცხადებაში. 17 პირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დაკავებულია ათასზე მეტი ადამიანი.

შსს ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მედიკოსებს მიმართა 51-მა მოქალაქემ, 14 მილიციონერსა და შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეს „მიყენებული აქვს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება“.

დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველად იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი.

„ბრესტში მილიციის თანამშრომლებს თავს დაესხა აგრესიულ შეიარაღებულ მოქალაქეთა ჯგუფი“, განაცხადა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. „გამაფრთხილებელმა გასროლებმა ისინი ვერ შეაჩერა. თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად დამიზნებით იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი დაჭრილია“.

შსს-ს პრესმდივანი ოლგა ჩამადანოვა რადიო თავისუფლების ბელარუსულ რედაქციას დაჰპირდა დაზუსტებას, თუ რა იარაღით ისროლეს.

ბრესტის პოლიციაში შეკითხვაზე, დემონსტრანტთა დასაშლელად გამოყენებულ იქნა თუ არა იარაღი, განაცხადეს, რომ ყველაფერი წერია ბელარუსის შსს-ს ოფიციალურ შეტყობინებაში Telegram-ის არხზე.

XS
SM
MD
LG