Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გაუხანგრძლივდებათ


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა განიხილავს ავტოიმპორტიორებისათვის ავტომობილების განბაჟების ვადის გახანგრძლივებას, რის შესახებ დავალებაც უკვე მიიღო ფინანსთა სამინისტრომ.

13 აგვისტოს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ავტოიმპორტიორებს 2021 წლის მარტამდე გაუხანგრძლივდებათ როგორც ავტომობილების განბაჟების, ასევე საურავების დარიცხვის ვადა. აღნიშნული შეღავათები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არსებული კრიზისის გათვალისწინებით დაწესდება:

„ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება გადავავადოთ 21 წლის მარტამდე რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეეხება დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს და თუ არ ვცდები ეს არის დაახლოებით 30 მილიონზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 1 სექტემბრამდე ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG