Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა და ჰარისმა ტრამპს შეუტიეს პირველ ერთობლივ წინასაარჩევნო შეხვედრაზე


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა და მის მიერ არჩეულმა თანამებრძოლმა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, სენატორმა, კამალა ჰარისმა 12 აგვისტოს მათი პირველი ერთობლივი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მისი დასახელების შემდეგ ჰარისმა გააკეთა პირველი მნიშვნელოვანი კომენტარი და შეუტია ტრამპს, როგორც, მისი სიტყვებით, არაკომპეტენტურ ლიდერს, რომელიც ქვეყანას „დაშლილს“ ტოვებს. მან აღწერა აშშ, რომელსაც კონფრონტაცია უწევს სამმაგ კრიზისთან, კორონავირუსის, რასობრივი უთანასწორობის და განადგურებული ეკონომიკის სახით და განაცხადა, რომ „ტრამპი უბრალოდ არ არის მზად თანამდებობისთვის“.

„ამერიკა მოითხოვს მმართველს, მაგრამ ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც თავის თავზე მეტად ზრუნავს, ვიდრე ადამიანებზე, რომლებმაც ის აირჩიეს“, ამბობს ჰარისი. ყველაფერი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საფრთხის ქვეშაა, თქვა სენატორმა, რომელსაც ტრამპმა მისი დასახელებისთანავე შეუტია და უწოდა „ბოროტი“ და „ყალბი“, რომელიც „რადიკალურ მემარცხენე“ იდეებს გაატარებს.

ბაიდენმა, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის მეტოქე იქნება და გამოკითხვების უმეტესობის თანახმად, ათი პუნქტით უსწრებს პრეზიდენტს, ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რატომ აირჩია ჰარისი თანამებრძოლად.

ბაიდენმა ის აღწერა, როგორც ძლიერი და გამოცდილი კანონმდებელი, რომელიც მზად არის პირველივე დღეს შეასრულოს თავის მოვალეობა ამ პოსტზე.

55 წლის ჰარისი პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა აშშ-ის ისტორიაში.

ბაიდენის და ჰარისის წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა რამდენიმე დღით ადრე, სანამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა დაიწყება 17 აგვისტოს მილუოკიში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG