Accessibility links

ევროკავშირი აპირებს ბელორუსის მაღალი რანგის მოხელეებს სანქციები დაუწესოს


ევროკავშირი აპირებს სანქციები დაუწესოს ბელარუსის მაღალი რანგის მოხელეებს, რომლებმაც ბრძანება გასცეს, სასტიკად გასწორებოდნენ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ამის შესახებ ჟურნალისტებს ამცნო პარასკევს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა რიგგარეშე შეხვედრის შემდეგ.

სააგენტო როიტერსი მოიყვანს ინკოგნიტო დიპლომატის ნათქვამს, რომ მიღწეული შეთანხმება პირველი ნაბიჯია სანქციების შემოღების გზაზე. მეორე ნაბიჯი იქნება ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური სამსახურისთვის დავალების მიცემა, დაადგინოს ის პირები, ვინც „შავ სიაში“ შევლენ და დაისჯებიან.

გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA იტყობინება, რომ სანქცირებულთა სიაში შეიყვანენ პირებს, რომლებიც უშუალოდ არინ არჩევნების გაყალბებისთვის პასუხიმგებელი.

სანქციების ყველაზე აქტიური მომხრეები არიან ავსტრია, გერმანია და შვედეთი. პოლონეთი, ჩეხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ემხრობიან შუამავლობას ბელორუსიის ოპოზიციასა და ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებაზე. მოელიან, რომ „შავი სია“ აგვისტოს ბოლოსთვის შედგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG