Accessibility links

ბელარუსის ეკლესიის წარმომადგენელმა ბოდიში მოიხადა ლუკაშენკასთვის მილოცვის გამო


ბელარუსის ეკლესიის წარმომადგენელმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოში, მიტროპოლიტმა პაველმა (პონომარიოვი) ბოდიში მოიხადა ალექსანდრ ლუკაშენკასთვის არჩევნებში გამარჯვების ნაადრევად მილოცვისთვის - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახური იტყობინება.

„მიტროპოლიტმა მიიღო ინფორმაცია ბელარუსში განვითარებული მოვლენების შესახებ, ნახა ხალხის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა, შეშფოთდა, შეძრწუნდა და და შეწუხდა“ - აცხადებს პრესმდივანი.

68 წლის მიტროპოლიტმა ლუკაშენკას გამარჯვება არჩევნების მეორე დღეს, 10 აგვისტოს მიულოცა, მას შემდეგ, რაც ეს სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, კირილემ გააკეთა.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართა. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მე-6 ვადით იყარა კენჭი და ადგილობრივი ცესკოს ბოლო ინფორმაციით, მისი მაჩვენებელი 80,1%-ს შეადგენს.

საპროტესტო გამოსვლების ბელარუსში 9 აგვისტოს, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მოხდა არაერთი დაპირისპირება ადგილობრივ მილიციასა და მომიტინგეებს შორის.

ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა დემონსტრანტებს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანია მოკლული. დაკავებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს შეადგენს, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG