Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეზუგბაია: კარანტინისთვის 12 დღე საკმარისია


14-დღიანი საკარანტინე ვადის 12-მდე შემცირებას, მათ შორის -„დაავადების შედარებით შემსუბუქებითა“ და „ზაფხულის ცხელი პერიოდით“ ხსნის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

როგორც მან 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამჟამად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით 12-დღიანი ვადა სავსებით საკმარისია.

„ზოგადად, ინკუბაციის პერიოდი საშუალოდ 12-დღიანი შეიძლება იყოს. უბრალოდ, ჩვენ 14 დღე აღებული გვქონდა ყოველგვარი გადაფარვის თვალსაზრისით. 12 დღე არ არის მოგონილი. 12 დღე საკმარისია. მე-12 დღეზე რომ გაკეთდება ადამიანთან კვლევა, თუ უარყოფითია პასუხი, ის კიდევ 24-48 საათი განიხილება როგორც ჯანმრთელი და აქედან გამომდინარე, ეს 14 დღეს მოიცავს.

(ეს არის) დღევანდელი სიტუაციიდან, დაავადების შედარებით შემსუბუქებიდან გამომდინარე... ეს გამოწვეულია არა მარტო დაავადების მიმდინარეობით, არამედ ზაფხულის ცხელი პერიოდითა და კიდევ სხვა კრიტერიუმებით... დღევანდელ სიტუაციას თითქოს მსუბუქად განვიხილავთ, მაგრამ ასე არ არის... ქვეყანაში 6 კრიტიკული პაციენტია და 19 მძიმე პაციენტია. ეს არ არის პატარა რიცხვი“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 12 აგვისტოდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ვადის შემცირებასთან დაკავშირებით. ახალი დადგენილებით, უცხო ქვეყნიდან ან ოკუპირებული ტერიტორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირი ან ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირი საკარანტინო სივრცეში 12 დღეს გაატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG