Accessibility links

ქობულეთში COVID 19-ის შემთხვევა დადასტურდა


ნონა ეფაძე

ქობულეთის მუნიციპალიტეტში COVID 19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნონა ეფაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას - პაციენტს, რომელსაც აღენიშნებოდა სხეულის ტემპერატურის მატება, დაავადება ცხელების კლინიკაში დაუდასტურდა. ამჟამად მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი ათეულობით პირის შემოწმების პროცესი.

„ეპიდკვლევით განისაზღვრა მისი ახლო კონტაქტები და შეფასდა რისკები. შედეგად, 15 პირი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში და 53 პირისგან მოხდა ნიმუშების აღება ლაბორატორიული კვლევისთვის. კვლევის შედეგები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი“ - აცხადებს ეფაძე.

მისი განმარტებით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ადგილობრივი მკვიდრი არ არის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევათა საერთო რაოდენობა 1321-ს შეადგენს. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 188-ს გაუტოლდა.

ამასთან, სამკურნალო ცენტრებში კვლავაც რჩება 216 პაციენტი. აქედან კრიტიკულია 6 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო კიდევ 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG