Accessibility links

site logo site logo

ლუკაშენკა გამორიცხავს განმეორებით კენჭისყრას, ოპოზიცია „თავისუფლების მსვლელობას მართავს“


მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში 16 აგვისტოს იმართება მასობრივი მსვლელობები, რომელთა ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლა იქნება ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კვლავ არჩევის წინააღმდეგ, ავტორიტარულ მმართველზე ზეწოლის ზრდის ფონზე.

16 აგვისტოს მინსკში გამართულ მიტინგზე, რომელიც ლუკაშენკას მომხრეებმა მოაწყვეს, ავტორიტარმა მმართველმა ხალხს მიმართა და თქვა, რომ ნატოს ტანკები და თვითმფრინავები ბელარუსის საზღვრიდან 15 წუთის სავალზე განათავსეს და რომ მეზობელი ქვეყნები განმეორებით კენჭისყრას მოითხოვენ, რასაც ის ეწინააღმდეგება.

ნატომ უარყო ლუკაშენკას განცხადება აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების გაზრდის შესახებ.
ლუკაშენკამ შეკრებილებს მაშინ მიმართა, როცა კრემლმა გამოაცხადა, რომ პუტინმა ლუკაშენკას სატელეფონო საუბრისას ამცნო რუსეთის მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მინსკს სამხედრო ხელშეკრულების ჩარჩოებში, და რომ ბელარუსი განიცდის გარედან ზეწოლას.

ეს იყო ორი პრეზიდენტის მეორე სატელეფონო საუბარი ბოლო ხანებში. ლუკაშენკას გამოსვლისას ოპოზიციის მომხრეები იწყებდნენ თავიანთ მსვლელობას და როცა დამოუკიდებლობის გამზირს მიუყვებოდნენ, გაიძახოდნენ: „წადი!“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG