Accessibility links

სტიქიის შედეგად ლაგოდეხის სოფელ პატარა გორში  ხიდი, გზა და სახლები დაზიანდა


ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორში ხიდი და გზის ნაწილი დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხიდი სულ ერთი თვის წინ აშენდა და გზაც ახალი დაგებულია.

დიდი რაოდენობით წყალი სანიაღვრე არხებმაც ვერ გაატარა და 20-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაეტბორა.

ადგილობრივი ელზა კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მდინარე კაბალის ერთ-ერთი შენაკადის ადიდების შედეგად მას გაუნადგურდა ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა ინვენტარი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოვარდნილმა წყალმა ერთწლიანი კულტურებიც გაანადგურა. დაზარალებულების თქმით, დახმარებას საჭიროებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG