Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში ფართომასშტაბიანი საპროტესო გამოსვლები გაიმართა


მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში 16 აგვისტოს ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალიაქსანდრ ლუკაშენკას კვლავ არჩევის წინააღმდეგ, ავტორიტარულ მმართველზე ზეწოლის ზრდის ფონზე. ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ ეს ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლა იქნებობდა.

მინსკში დიდი მასობრივი მსვლელობა მოეწყო დამოუკიდებლობის გამზირზე ცენტრის მიმართულებით. დემონსტრანტებს ეჭირათ თეთრ-წითელი დროშები და გაიძახოდნენ6 "გაუმარჯოს ბელარუსს!", "წადი!".

გამარჯვებულთა და მაშეროვის გამზირების გადაკვეთაზე, "მინსკი-გმირი ქალაქის" მემორიალთან, ათეულ ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ეს ადგილი გადაიქცა საპროტესტო აქციის ეპიცენტრად. ზოგიერთი წყაროს შეფასებით 100-დან 200 ათას დემონსტრანტამდე იყო მინსკში ქუჩაში გასული. რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო დამოუკილებელად შეემოწმებინა დემონსტრანტების რაოდენობა.

16 აგვისტოს მინსკში გამართულ მიტინგზე, რომელიც ლუკაშენკას მომხრეებმა მოაწყვეს, და რომელზეც ზელისუფლების თანახმად, 60 ათასი ადამიანი მივიდა, ავტორიტარმა მმართველმა ხალხს მიმართა და თქვა, რომ ნატოს ტანკები და თვითმფრინავები ბელარუსის საზღვრიდან 15 წუთის სავალზე განათავსეს და რომ მეზობელი ქვეყნები განმეორებით კენჭისყრას მოითხოვენ, რასაც ის ეწინააღმდეგება.

ნატომ უარყო ლუკაშენკას განცხადება აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების გაზრდის შესახებ.

შაბათ-კვირის გამოსვლებისკენ მომხრეებს მოუწოდა ოპოზიციის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებზე, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელიც იძულებური იყო ლიეტუვაში წასულიყო.


ლუკაშენკამ შეკრებილებს, რომელთა დიდი ნაწილი ავტობუსებით და მატარბლებით ჩაიყვანეს მინსკში, მაშინ მიმართა, როცა კრემლმა გამოაცხადა, რომ პუტინმა ლუკაშენკას სატელეფონო საუბრისას ამცნო რუსეთის მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მინსკს სამხედრო ხელშეკრულების ჩარჩოებში, და რომ ბელარუსი განიცდის გარედან ზეწოლას.

ეს იყო ორი პრეზიდენტის მეორე სატელეფონო საუბარი ბოლო ხანებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG