Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსზე იმსჯელებენ 19 აგვისტოს საგანგებო სხდომაზე


ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის შესახებ მსჯელობას აპირებენ 19 აგვისტოს საგანგებო სხდომაზე.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა 17 აგვისტოს ტვიტერში დაწერა, რომ სამიტი ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება ბრიუსელში.

„ბელარუსის ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავლის ბედი და თავისუფლად აირჩიოს საკუთარი ლიდერი“, დაწერა მიშელმა. „საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია და ამის დაშვება არ შეიძლება“.

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ევროკავშირის თანახმად, „არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“. ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

დღემდე დააკავეს 7000-მდე ადამიანი, ასობით დაშავდა და მინიმუმ ორი დაიღუპა. ასობით ადამიანი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს, ჰყვება, რომ საპატიმროებში მათ სასტიკად სცემდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG