Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი სახელით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი სახელით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. შესაბამისი ინფორმაციის ამსახველ ფოტოებს ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ყალბი ფოტოები პრეზიდენტის მინსკში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელდა. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ადმინისტრაციამ უარყო, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საზღვრები არ დაუტოვებია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს გავრცელებულ ყალბ ამბებზე. ის ამ თანამდებობაზე არჩევამდეც და არჩევის შემდეგაც აქტიურად აყენებდა ცრუ ინფორმაციის გავრცელების რეგულირების საკითხს. მან 2018 წლის 31 დეკემბერს, საახალწლო მიმართვისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება კანონით ერთდროულად იყოს დაცული სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG