Accessibility links

site logo site logo

გაზის კომპანიაში აცხადებენ, რომ "სითი მოლი” აფეთქებას გადაურჩა


სახანძრო-სამაშველო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მობილიზება გახდა საჭირო თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლთან“ მას შემდეგ, რაც გაზით დედაქალაქის მომმარაგებელმა კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ ცხელ ხაზზე მიიღო შეტყობინება ცენტრში გაზის ძლიერი სუნის შესახებ. შემთხვევა წუხელ მოხდა.

კომპანიის ინფორმაციით, სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს, უსაფრთხოების მიზნით ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს და შენობის საფუძვლიანად შემოწმების შედეგად დაადგინეს, რომ „სითი მოლის“ ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა.

„თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ ავრცელებს მოწოდებას სიფრთხილის, პასუხისმგებლობისა და გაზის დანადგარების მუდმივად შემოწმების შესახებ, რათა თავიდან იყოს აცილებული უბედური შემთხვევები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG