Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა ლიგის ფინალში „სევილია“ და „ინტერი“ ითამაშებენ


უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე - ევროპა ლიგაზე, 2019-2020 წლების სეზონის დასრულებამდე ერთადერთი თამაში რჩება გასამართი. ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს „სევილია“ და მილანის „ინტერი“ დაუპირისპირდებიან.

„სევილიამ“ ერთრაუნდიან ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა 2:1 და 2006 წლის შემდეგ, მეექვსედ გავიდა ევროპალიგის ფინალში. ესპანელებმა გადამწყვეტი მატჩი ხუთივეჯერ მოიგეს.

„ინტერმა“ ფინალის საგზურისთვის მატჩში დონეცკის „შახტარს“ აჯობა, რომლის რიგებშიც დავით ხოჭოლავაც გამოდის. საქართველოს ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ... „შახტარმა“ უშანსოდ წააგო - 0:5.

ევროპა ლიგის ფინალი 21 აგვისტოს გაიმართება, კიოლნში.

XS
SM
MD
LG