Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატიმროდან გაათავისუფლეს სახალხო ფრონტის აზერბაიჯანელი აქტივისტი


ფუად აჰმადლი მამასთან ერთად საპატიმროდან განთავისუფლების შემდეშ, 18 აგვისტო, 2020 წელი
ფუად აჰმადლი მამასთან ერთად საპატიმროდან განთავისუფლების შემდეშ, 18 აგვისტო, 2020 წელი

აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის აქტივისტი საპატიმროდან გაათავისუფლეს ოთხწლიანი სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ.

ფუად აჰმადლი გაასამართლეს 2016 წელს კლიენტის პირადი მონაცემების მოპარვის ბრალდებით, როცა ის მობილური ტელეფონების ოპერატორ ფირმაში, „აზერფონში“ მუშაობდა. აჰმადლი აცხადებს, რომ მის მიმართ დაწყებული საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

როცა მას ჰკითხეს, როგორი იყო ციხეში გატარებული დრო, მან თქვა, რომ „არც ისე ძნელი“ და რომ ეამაყება, რომ გაუძლო.

2017 წელს, პროცესის შემდეგ, აჰმადლიმ სასამართლოს განუცხადა: „ამ უსამართლო და ზემოდან ნაკარნახევი განაჩენის გამოტანით თქვენ ისტორიის ბნელ გვერდებზე ჩაიწერებით“.

აზერბაიჯანის ხანგრძლივი მმართველის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს, დაპატიმრებით დაადუმოს ოპოზიციის აქტივისტები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების დამცველები.

სახალხო ფრონტის ათეულობით აქტივისტი დააკავეს და დააპატიმრეს 14 ივლისს ბაქოში მოწყობილი გამოსვლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG