Accessibility links

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს კორონავირუსი აქვს


ალექსანდრ ნოვაკი

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს, ალექსანდრ ნოვაკს კორონავირუსი დაუდასტურდა, - გავრცელებული ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში, მთავრობის გამსვლელ სხდომაზე.

ეპიდემიის პერიოდში კორონავირუსით რუსეთში დაავადდა სულ ცოტა 20 მაღალჩინოსანი, მათ შორის, აპრილის თვეში თავად პრემიერ-მინისტრი მიხაილ მუშუსტინი, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს სამკურნალოდ.

COVID-19 გადაიტანეს ასევე მშენებლობის, კულტურის, სამხედრო მეცნიერების მინისტრებმა, ასევე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა და სახელმწიფო სათათბიროს რამდენიმე დეპუტატმა და გუბერნატორმა.

კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში რუსეთში დაავადდა 920 ათასი ადამიანი, ხოლო 15 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო ხანს, ყოველდღიურად, რუსეთში ავლენენ დაახლოებით 4800-5000 ახალ პაციენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG