Accessibility links

მერკელმა და პუტინმა იმსჯელეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში განიხილეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენები და, კერძოდ, იმსჯელეს საპროტესტო აქციების დროს ხელისუფლების მოქმედებაზე.

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური წერს გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით, საუბრის დროს ანგელა მერკელმა რუს კოლეგას უთხრა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ „თავი უნდა შეიკავოს ძალადობაზე“ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღდეგ.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლად უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და „კრიზისის გადასაჭრელად უნდა ჩაებას ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან ეროვნულ დიალოგში“.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინს, რუსული წყაროების თანახმად, გერმანიის კანცლერთან საუბარში აღუნიშნავს, რომ მოსკოვი დაუშვებლად მიიჩნევს „ბელარუსის მოვლენებში საგარეო ჩარევას“, რაც რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, ვითარების შემდგომ ესკალაციას იწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG