Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაიღუპა რუსი გენერალი


სირიაში გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე ავტოკოლონის აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსი გენერალი.

ინფორმაციას ამის თაობაზე რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია-ნოვოსტი" ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

მასში ნათქვამია, რომ მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა უფროსი სამხედრო მრჩეველი, გენერალ-მაიორი, ხოლო კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

აფეთქება 18 აგვისტოს მოხდა დეირ ეზ-ზორის მახლობლად, როდესაც ავტოკოლონა ჰუმანიტარული მისიის შესრულების შემდეგ ბრუნდებოდა.

სხვა დეტალების შესახებ უცნობია.

მანამდე, 17 აგვისტოს თავდასხმა მოხდა რუსეთ-თურქეთის ერთობლივ პატრულზე იდლიბის პროვინციაში. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გაუვრცელებიათ არც რუსეთის და არც თურქეთის სამხედრო უწყებებს.

მარტში რუსეთმა და თურქეთმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას იდლიბში, სირიის სამთავრობო ჯარების რამდენიმეთვიანი იერიშის შემდეგ.

პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარების იერიშების შედეგად საკუთარი სახლ-კარი მიატოვა მილიონამდე ადამიანმა და შეიქმნა საფრთხე, რომ ლტოლვილთა ტალღა თურქეთს მიაწყდებოდა.

შეთანხმების ფარგლებში თურქეთისა და რუსეთის სამხედრო ძალები ერთობლივად პატრულირებენ ბუფერულ ზონაში, მეამბოხეებისა და სირიის სამთავრობო ჯარების პოზიციებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG