Accessibility links

ტრამპმა გადადო ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკება


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადადო ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკება. მისი თქმით, ჯერჯერობით არ სურს, საქმე იქონიოს პეკინთან.

თეთრი სახლს წარმომადგენელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ვაშინგტონი უარს არ ამბობს სავაჭრო მორიგებაზე, მაგრამ ახალი მოლაპარაკება ჩინეთთან ახლო მომავალში არაა დაგეგმილი.
აშშ-მა ჩინეთთან იანვარში დადო დროებითი სავაჭრო ხელშეკრულება ორი წლით.
დოკუმენტი გულისხმობს აშშ-დან ჩინეთში ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის, ასევე სხვა ნაწარმის იმპორტის 200 მილიარდი დოლარით ზრდას ორი წლის მანძილზე, ასევე ამერიკის საბაჟო გადასახადის შემცირებას ჩინეთში წარმოებულ საქონელზე.

15 აგვისტოსთვის დაგეგმილი ვიდეოკონფერენცია, რომელზეც უნდა განეხილათ ხელშეკრულების პირობების შესრულება, არ გაიმართა.
ბოლო ხანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გამწვავდა. ტრამპი კორონავირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს
ჩინეთს, სადაც ინფექციის პირველი აფეთქება მოხდა. ჩინეთი ვაშინგტონს თავის საშინაო საქმეებში ჩარევას აბრალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG