Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანისთვის გაეროს გაუქმებული სანქციების აღდგენის პროცედურა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გაეროში მივიდა აშშ-ის ელჩ კელი კრაფთან ერთად ირანის შესახებ უშიშროების საბჭოში წერილის გადასაცემად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გაეროში მივიდა აშშ-ის ელჩ კელი კრაფთან ერთად ირანის შესახებ უშიშროების საბჭოში წერილის გადასაცემად

აშშ-მა 20 აგვისტოს ოფიციალურად დაიწყო მექანიზმის გააქტიურების პროცედურა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ირანის წინააღმდეგ გაეროს მიერ ადრე დაწესებული სანქციები აღდგეს იმის გამო, რომ ირანმა დაარღვია 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობები მას მერე, რაც აშშ-მა 2018 წელს დატოვა შეთანხმება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს გადასცა წერილი, რომელშიც ატყობინებს მას ირანის მხრიდან ისტორიული შეთანხმების პირობების მნიშვნელოვან შეუსრულებლობაზე.

ამ ნაბიჯით აშშ-მა დაიწყო პროცედურა იმ მექანიზმის გზით, რომელსაც შეიცავს ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება და მისი მხარდამჭერი, 2231-ე რეზოლუცა, და რომელიც ირანისთვის ადრინდელი სანქციების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ ირანი სერიოზულად დაარღვევს შეთანხმების პირობებს. ამასთან, მექანიზმს აქვს განსაკუთრებული მახასიათებელი, რომ რომელიმე მონაწილის ამგვარი გადაწყვეტილება, სურვილი, თეირანისთვის ადრინდელი სანქციების აღდგენისა, ვეტოს არ ექვემდებარება.

აშშ-ის ნაბიჯს ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭო, რომლის სხვა წევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ აშშ-ის უფლებას მას მერე, რაც ვაშინგტონმა დატოვა შეთანხმება ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ და ცალმხრივად აღუდგინა ირანს სანქციები.

აშშ თვლის, რომ ის კვლავ მონაწილეა, რადგან შეტანილია გაეროს 2231-ე რეზოლუციაში, რომელიც წარმოადგენს ბირთვული შეთანხმების ხელისშემწყობ რეზოლუციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG