Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის მამამ შიმშილობა შეწყვიტა


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ, შიმშილობა შეწყვიტა.

თამაზ ხომასურიძის თქმით, შიმშილობის შეწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გენერალურმა პროკურატურამ მისი მოთხოვნა მხედველობაში არ მიიღო.

ბრალდებულის მამამ შიმშილობა დაიწყო 19 აგვისტოს, მისი შვილის, შაქარაშვილის საქმეზე სხვა ბრალდებულებისა და მოწმეების ე.წ. სიცრუის დეტექტორით გამოკითხვის მოთხოვნით.

ამჯერად, თამაზ ხომასურიძე შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს საპატიმროში მყოფ შვილს, ზ.ხ.-საც და ამბობს, რომ სიცრუის დეტექტორზე შვილის ტესტირებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.

ზ.ხ. საპატიმროში მეოთხე დღეა შიმშილობს. 21 აგვისტოს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ის შეუძლოდ გახდა, რის გამოც მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

ზ.ხ.-სთან ერთად შიმშილობს საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი არასრულწლოვანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG