Accessibility links

ერდოანი: თურქეთმა თავის ისტორიაში გაზის უდიდესი საბადო აღმოაჩინა შავ ზღვაში


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 21 აგვისტოს გამოაცხადა, რომ თურქეთმა 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი აღმოაჩინა შავ ზღვაში. მისი თქმით, ესაა „ისტორიული მნიშვნელობის კარგი ამბავი“ ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე.

„თურქეთმა თავის ისტორიაში ბუნებრივი გაზის უდიდესი აღმოჩენა გააკეთა შავ ზღვაში,“ თქვა ერდოანმა თურქეთის ტელევიზიით გამოსვლისას.

მაგრამ დარგის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენის მოცულობა შთამბეჭდავია, ეს არაა „გარდატეხის მომენტი“, რომელსაც შეუძლია თურქეთი რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად აქციოს ან მნიშვნელოვნად შეცვალოს მისი ფინანსური მდგომარეობა.

ერდოანმა თქვა, რომ ბუნებრივი აირი აღმოჩენილია საკარიას საბადოში, ქალაქ ზონგულდაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, და დასძინა, რომ ანკარა გეგმავს, უკვე 2023 წელს მიაწოდოს ეს გაზი ადგილობრივ ბაზარს.

თურქეთი ენერგომატარებლების სამძებრო სამუშაოებს ატარებს შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში, სადაც სადავო წყლებში მისი საქმიანობა პროტესტს იწვევს საბერძნეთისა და კვიპროსის მხრიდან.

ერდოანმა თქვა, რომ თურქეთი დააჩქარებს სამუშაოებს ხმელთაშუა ზღვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG