Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დაიწყო აქცია „ახალი ბელარუსის მარში“


ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში დაიწყო საპროტესტო მსვლელობა - „ახალი ბელარუსის მარში“, რომელიც მიმართულია განვლილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა და მილიციის სისასტიკის წინააღმდეგ.

მინსკში მოქალაქეები უკვე იკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, სადაც დაგეგმილია მიტინგის გამართვა.

დემონსტრანტებს მიმართავენ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მარია კოლესნიკოვა და სხვა ლიდერები.

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, კოლონები უწყვეტად მიემართებიან მინსკის ცენტრისკენ.

დემონსტრანტები შეკრებილი არიან ასევე ქალაქ ჰროდნოში, სადაც ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ლუკაშენკამ გუშინ განაცხადა, რომ ორშაბათიდან ხელისუფლება „მკაცრად“ დაიწყებს ქვეყანაში წესრიგის აღდგენას.

მინსკის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები სკანდირებენ: „ჟივე, ბელარუს!“

იუწყებიან, რომ სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ მოედანთან დამაკავშირებელი რამდენიმე გზა.

ბელარუსის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია „გზა თავისუფლებისკენ“ იმართება დღეს ლიეტუვაშიც.

დაახლოებით 50 000 კაცი, 32-კილომეტრიან ცოცხალ ჯაჭვში ჩადგება ვილნიუსის ცენტრიდან ბელარუსის საზღვრამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG