Accessibility links

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ ქუჩები და ეზოები დატბორა


უხვმა ნალექმა, რომელიც საღამოს 7 საათიდან დაიწყო, დატბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, თამარ მეფის, ფოთის, ავტომშენებლისა და აღმაშენებლის ქუჩები.

დატბორილია ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ოცამდე ზარი შევიდა; წყალდიდობის ადგილებზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG