Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მეგობარ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

დავით ზალკალიანი ტვიტერზე წერს, რომ საქართველო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობის ერთგულია.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ბოლო ხანს დაძაბულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე მისი, როგორც უკრაინის ოფიციალური პირის - რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებების გამო. თბილისმა კიევიდან კონსულტაცებისთვის ელჩიც კი გაიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG