Accessibility links

ილია II სამძიმარს უცხადებს შატილში ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II სამძიმარს უცხადებს შატილში, ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

"დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, ა.წ. 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.

გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და, მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ.

ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები, - ახლადგარდაცვალებულნი გუშინ გახდნენ.

აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო დაშავებულთ შეეწიოს და გადაარჩინოს".

შატილის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. გარდაცვლილია 17 ადამიანი, ხოლო 3 მძიმედ დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG